ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 49. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ზედამხედველობა
1. დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის უწყვეტ შესაბამისობაზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნილი დონის ან/და გამოყენებული განცალკევების მოდელის მიუხედავად, ზედამხედველობას ახორციელებს კომისია.
2. კომისია აფასებს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხელახლა იწყებს ამ კანონის XII თავით გათვალისწინებულ სერტიფიცირების პროცედურას შემდეგ შემთხვევებში: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შეუსაბამობა, ან თუ არსებობს გონივრული ვარაუდი ამგვარი შეუსაბამობის არსებობის შესახებ; გ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა შეატყობინოს ყველა დაგეგმილი გარიგების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადოს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთანშესაბამისობის ხელახალი შეფასება.
