1.ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
