ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 59. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთება
Consolidation №14 Verified against the current consolidation · 10 Jun 2025
გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთებას. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული გაანგარიშების შედეგად.
