ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 67. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთება
Consolidation №14 Verified against the current consolidation · 10 Jun 2025
გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული გაანგარიშების შედეგად.
