1.ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ღია ბაზრის დაცვა და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
