„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მოქმედების სფერო მოიცავს: ა) ჰორიზონტალურ (სექტორთაშორის) პოლიტიკას, რომელიც გავლენას ახდენს საჯარო და კერძო სექტორებზე და დაკავშირებულია ენერგომომსახურებასთან და მის მონიტორინგთან, გაზომვასა და დადასტურებასთან; ბ) კონკრეტულ სექტორებს: კერძო შენობების, მათ შორის, კომერციული დანიშნულების შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებს.
2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო და კერძო დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, ენერგომომსახურების მიმწოდებლების, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა სექტორების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობის ზომებს ენერგიის ეფექტური მოხმარების, ენერგოდაზოგვის ხელშეწყობისა და ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების პროცესში.
