„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 29. კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ვადები
1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უნდა ადგენდეს სულ მცირე 2 შუალედურ პერიოდს 2030 წლის 31 დეკემბრამდე და უნდა უზრუნველყოფდეს იმავე პუნქტით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.
2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები 2023 წლის 1 იანვრამდე ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ იმ შენობაზე, რომლის საერთო სასარგებლო ფართობი 500 მ 2 -ს აღემატება. 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მოთხოვნები გავრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ იმ შენობაზე, რომლის საერთო ფართობი 250 მ 2 -ს აღემატება.
