საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ
Article 5^6. ნებართვის მოქმედების ვადა
1. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ამ ნებართვების მოქმედების ვადებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
2. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე ნებართვები გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით. ამ ნებართვების მოქმედების ვადებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
3. ამ კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გაიცემა ერთჯერადი ნებართვა მისი ერთჯერადი გამოყენების მიზნით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3141 - სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.235 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №385 - სსმ I, №23, 24.08.2004წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4057 - სსმ I,№74, 24.12.2010წ., მუხ.452 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4215 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2263 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6875 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
