1.ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობა, რომელიც შემუშავდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც იქმნება გადაწყვეტილების საფუძველზე.
