1.ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2.ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს/საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელებისა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან, აგრეთვე შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
