Article 35. ტყის რესურსების მოპოვება
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 25 Nov 2025
1. ტყით საერთო სარგებლობა გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნით ტყეში (გარდა კერძო საკუთრების ტყისა) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების, აგრეთვე ფიჩხის თავისუფალ ხელმისაწვდომობას.
2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების თავისუფალი ხელმისაწვდომობა შესაძლებელია შეიზღუდოს: ა) ტყის სტატუსისა და ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით; ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ტყის მესაკუთრე ან ტყის მართვის ორგანო.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
