1.პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატურაში გამიჯვნისა და საბოლოო დაზუსტების) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.პარკის მენეჯმენტის გეგმის ამოქმედებამდე პარკის საზღვრებში მოქცეულ ტყის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია პარკის მიმდებარე თვითმმართველ თემებში შემავალი დასახლებების მოსახლეობის საჭიროებისთვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტყითსარგებლობის სახეობათა მოცულობას ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.
4.(ამოღებულია - 30.04.2014, №2312) .
5.(ამოღებულია - 22.03.2023, №2650).
6.(ამოღებულია - 22.03.2023, №2650). საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5630-სსმI, №48, 27.12.2007წ., მუხ.420 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4460-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2312 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5958 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 მარტის კანონი №2650 – ვებგვერდი, 05.04.2023წ.
