1.მერქნის დამზადების მიზნით სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
2.ტყეში ხეტყის ნარჩენების მოპოვებისა და ბოძით, სარითა და ჭიგოთი სარგებლობის უფლების მესამე პირისთვის გადაცემის წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
