Article 55. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია: ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ; გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ; დ) ტყის ფართობზე არსებული ნარგავების/მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ.
2. ტყითმოსარგებლე „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის გეგმას. თავი IX სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
