Article 94. პროფესიული განათლების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 25 Nov 2025
1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყის სფეროში დასაქმებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2025 წლის ბოლომდე განახორციელოს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება.
2. სატყეო საქმის სპეციალისტად დასაქმებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისი პროფესიული საქმიანობის აკრძალვას ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით.
