1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს.
3.ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
4.ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
5.ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა.
6.ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.
7.ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.
8.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი.
9.ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2027 წლის 1 იანვრამდე.
10.ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ.
11.ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
12.ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2245 – ვებგვერდი,13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 25 ნოემბრის კანონი №1072 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.
1. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფის ფარგლებში. 2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს. 3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. 4. ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა. 6. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება. 7. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე. 8. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი. 9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2023 წლის 1 იანვრამდე. 10. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ. 11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 12. ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.იანვრამდე.
The amendments this article has been through
The change introduces a deadline (January 1, 2027) for issuing wood harvesting tickets based on individual social needs and allows limited logging in protected areas until that date under specific conditions.
amending act №6679866The deadline for issuing firewood permits based on individual social needs has been extended to January 1, 2026.
amending act №5628365Specifies conditions under which local residents can obtain firewood, including limitations on harvesting within protected areas.
amending act №5306129Describe your situation — we'll help you find the right specialist.