ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა; გ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის , ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი), , გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი; დ) აკვაკულტურის კოლექტორი − წყალსატევში უხერხემლოთა ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებლად და გამოსაზრდელად ჩაყენებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია, სხვა სახის კონსტრუქცია; ე) − პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უფლება აქვს, განახორციელოს აკვაკულტურის საქმიანობა; ვ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა და განმეორებით გამოყენება; ზ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან; თ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება; ი) − აკვაკულტურა საზღვაო წყლებში; კ) − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი); ლ) − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია; მ) − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა; ნ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება; ო) − ჰიდრობიონტისგან სასქესო პროდუქტის ხელოვნურად მიღება, კვერცხუჯრედის ხელოვნურად განაყოფიერება, ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კონტროლირებულ პირობებში ინკუბაცია, შთამომავლობის მიღება, სიცოცხლისუნარიან სტადიამდე გამოზრდა და შემდგომ მისი ბუნებრივ წყალსატევში გაშვებით წყლის ბიოლოგიური რესურსის ოდენობის შენარჩუნება ან/და გაზრდა; პ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული; ჟ) − წყლის ორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც მკვიდრი არ არის და, როგორც წესი, საქართველოს წყლებში არ ბინადრობს; რ) − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა; ს) − ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და აკვაკულტურის სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად ინფორმაციის (მონაცემების) ჩაწერასა და შენახვას; ტ) − საზღვაო არეალი, რომელშიც აკვაკულტურის განვითარებას სხვა სახის სარგებლობის მიმართ უპირატესობა ენიჭება და რომელიც უმთავრესად აკვაკულტურისთვისაა განკუთვნილი; უ) – ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომლის მიხედვით, ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი სანებართვო პირობების ან შეთანხმების დადასტურებას; ფ) − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ქ) − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ღ) − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა; ყ) − სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, საზრდელი, ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებელი სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი).
Article 2. ტერმინთა განმარტება
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
Topics:Water Resources
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
