ამ კანონის მიზნებისთვის ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყლის რესურსები – ზედაპირული წყლების (მათ შორის, წყლის ხელოვნური ობიექტების) და მიწისქვეშა წყლების ერთობლიობა; ბ) წყლის რესურსების მართვა − წყლის რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, მონიტორინგი და კონტროლი; გ) წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა − პროცესი, რომელიც ხელს უწყობს წყლის, მიწის და მათთან დაკავშირებული რესურსების კოორდინირებულ განვითარებას და მართვას ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის თანაბრად ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ეკოსისტემის მდგრადობისთვის ზიანის მიუყენებლად; დ) ზედაპირული წყლები – შიდა წყლები (გარდა მიწისქვეშა წყლებისა), გარდამავალი წყლები, სანაპირო წყლები, ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; ე) შიდა წყლები – მდინარეები, ტბები, მყინვარები, ჭაობები, თოვლის მუდმივი საფარი, წყალსაცავები, არხებსა და ტბორებში არსებული წყლები, ასევე, ; ვ) გარდამავალი წყლები – მდინარის ზღვის შესართავთან ახლომდებარე ზედაპირული წყლები, რომლებიც ნაწილობრივ დამლაშებულია სანაპირო წყლების ზემოქმედების შედეგად, მაგრამ რომლებიც, ამავე დროს, არსებითად გაჯერებული არიან მტკნარი წყლით; ზ) სანაპირო წყლები – ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებული წყლები; თ) მიწისქვეშა წყალი − დედამიწის ქერქის ამგებ ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში არსებული წყალი, რომელიც გავრცელებულია ფხვიერ, ფოროვან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე − კარსტულ სიცარიელეებში; ი) მდინარე − წყლის ნაკადი, რომელიც მუდმივად მიედინება მისსავე გამომუშავებულ კალაპოტში, იკვებება წყალშემკრები აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენებით და უერთდება ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს; კ) ტბა − ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შიდა ზედაპირული წყლის დამდგარი, შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი; ლ) − წყლის რესურსებით სარგებლობა სასმელად, საყოფაცხოვრებო, ეკონომიკური და სხვა საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელიც გამოიხატება ზედაპირული წყლის ან მიწისქვეშა წყლის აღებაში, შეგროვებაში, გადამუშავებაში ან/და განაწილებაში ტექნიკური საშუალებებით ან მათ გარეშე; ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვება; მ) – ფიზიკური ან იურიდიული პირი (განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) – წყალგამყოფით შემოსაზღვრული ტერიტორია, საიდანაც მდინარის სისტემა იკრებს ჩამონადენ წყლებს. მდინარის აუზი შეიძლება შედგებოდეს მდინარის ქვეაუზებისგან; ო) − მთავარი მდინარის აუზის ის ნაწილი, საიდანაც შენაკადი მდინარე იკრებს ზედაპირულ წყალს და მიწისქვეშა წყალს. შენაკადი მდინარეები ჰიდროგრაფიულად განირჩევა − პირველი რიგის (მთავარი მდინარის შენაკადი), მეორე რიგის (პირველი რიგის მდინარის შენაკადი) და ა.შ. შენაკადებად; პ) − ერთზე მეტი მოსაზღვრე მდინარის აუზებისგან, მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა წყლებისა და სანაპირო წყლების გავრცელების ფართობებისგან შემდგარი ტერიტორიისა და აკვატორიის ერთობლიობა; ჟ) − მდინარის აუზი ან მდინარეების სააუზო უბანი (მათ ფარგლებში გავრცელებული და მათთან ასოცირებული მიწისქვეშა წყლით და სანაპირო წყლებით), რომელიც წარმოადგენს მდინარეების აუზების/სააუზო უბნების მართვის მთავარ ერთეულს; რ) − მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის ინსტრუმენტი, კერძოდ, ღონისძიებების გეგმა, რომელსაც ეფუძნება კონკრეტული მდინარის აუზის/სააუზო უბნის ტერიტორიაზე მდებარე წყლის ობიექტისა და წყლის ობიექტის მიწის მართვა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად; ს) − ზედაპირული წყლის დამოუკიდებლად არსებული ელემენტი, როგორიცაა მდინარე, ტბა, , წყალსაცავი, ნაკადული, არხი ან მისი ნაწილი, გარდამავალი წყლები ან სანაპირო წყლები; ტ) − მიწისქვეშა წყლის გარკვეული/კონკრეტული მოცულობის შემცველი კომპლექსი, ჰორიზონტი ან მისი ნაწილი (წყალშემცველი შრე, ფენა, უბანი); უ) − ზედაპირული წყლის ობიექტი, რომელმაც ადამიანის ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა თავისი ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; ფ) წყლის ხელოვნური ობიექტი − ადამიანის მიერ შექმნილი ზედაპირული წყლის ობიექტი; ქ) – ზედაპირული წყლის ობიექტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება ზედაპირული წყლის რაოდენობრივი სტატუსის, და ქიმიური სტატუსის უარესი მაჩვენებლის საფუძველზე; ღ) − მიწისქვეშა წყლის ობიექტის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება და ქიმიური სტატუსის უარესი მაჩვენებლის საფუძველზე; ყ) ეკოლოგიური სტატუსი – ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული წყლის ეკოსისტემების სტრუქტურისა და ფუნქციონირების ხარისხის გამოხატულება, რომელიც განისაზღვრება ბიოლოგიური ხარისხობრივი ელემენტებისა და ამ ელემენტებისთვის საჭირო ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური ხარისხობრივი ელემენტების საფუძველზე; შ) ჭაობი − ლანდშაფტის ნაწილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გადაჭარბებული ტენიანი ზედაპირი და რომელიც ხასიათდება ბიომრავალფეროვნებით; ჩ) – ადამიანის საქმიანობის შედეგადმყარი ან თხევადი ნივთიერებების ან ნებისმიერი ფორმის ენერგიის (სითბო, ხმაური, რადიოაქტიურობა) პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, წყლის ეკოსისტემებისთვის ან მიწის იმ ეკოსისტემებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან წყლის ეკოსისტემებზე, და იწვევს საკუთრებისთვის ზიანის მიყენებას, ან რომელიც აზიანებს ან ხელს უშლის გარემოს მდგომარეობას ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის გარემოს გამოყენებას; ც) − მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში; ძ) − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; წ) − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჭ) − საქართველოში მდებარე წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა; ხ) (წყლის ობიექტის მიწა) − მიწა, რომელიც დაკავებულია საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდში შემავალი წყლის ობიექტებით (გარდა მიწისქვეშა წყლისა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარიული დაცვის ზონა); ჯ) − წყლის ხარჯის რაოდენობა, რეჟიმი, ხარისხი და დონე, რომელიც აუცილებელია მტკნარი წყლის ეკოსისტემებისა და ამ ეკოსისტემებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროს და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად; ჰ) – სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, ზედაპირული წყლის ობიექტიდან განსაზღვრული ვადით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, აიღოს გარკვეული რაოდენობის წყალი; ჰ 1 ) − სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით განახორციელოს სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟე, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტში, ამ წყლების შემადგენლობისთვის დადგენილი ნორმების დაცვით; ჰ 2 ) − სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, რომლითაც მის მფლობელს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით განახორციელოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვება; ჰ 3 ) − დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი ან დასახლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლის სამრეწველო ჩამდინარე წყლებთან ან/და ჩამონადენ წვიმის წყალთან ნარევი წყალი; ჰ 4 ) − ადამიანის ნებისმიერი საქმიანობით გამოწვეული წყლის მდგომარეობის შეცვლა; ჰ 5 ) − დაბინძურების გამომწვევი ნებისმიერი ნივთიერება; დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩამონათვალი განისაზღვრება ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების შესახებ დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა; ჰ 6 ) მიწისქვეშა წყლის რაოდენობრივი სტატუსი − მიწისქვეშა წყლის ობიექტზე პირდაპირი ან ირიბი წყალაღებით გამოწვეული ზემოქმედების დონე; ჰ 7 ) − წყლის ობიექტის გამდიდრება ბიოგენური ელემენტებით (აზოტი, ფოსფორი), რაც, თავის მხრივ, იწვევს წყალში გახსნილი ჟანგბადის შემცირებას და, შესაბამისად, უარყოფით გავლენას ახდენს წყალქვეშა სიცოცხლეზე; ჰ 8 ) − ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და მდგომარეობა (სტატუსი); ჰ 9 ) − თითოეული მდინარის აუზის უბანზე არსებული ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებს საგანგებო დაცვას, მათი ზედაპირული წყლების და მიწისქვეშა წყლების ან წყალთან უშუალოდ დაკავშირებული ჰაბიტატების და წყლის სახეობების დაცვისთვის; მათ შორის, ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგების მიზნით, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის სახეობების დაცვისთვის, აგრეთვე, სარეკრეაციო ტერიტორია და ბიოგენური ნივთიერებების (საკვები ნივთიერებების) მიმართ მოწყვლადი ტერიტორია; ჰ 10 ) − თოვლის დნობით ან/და ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარის წყლის დონის ხანგრძლივი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ იფარება; ჰ 11 ) − დროის გარკვეულ პერიოდში შესაძლო წყალდიდობის მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხესთან, ეკონომიკურ ან/დასოციალურ ზიანთან ან/და ზარალთან; ჰ 12 ) − მდინარის წყლის დონის უეცარი მოკლევადიანი აწევა იმ სიმაღლემდე, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის იმ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას, რომელიც ჩვეულებრივ წყლით არ იფარება; ჰ 13 ) − ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ან/და ეკონომიკური საქმიანობა კონცენტრირებულია ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისთვის და გამწმენდ ნაგებობაში გადაცემისთვის, ან საბოლოო წერტილში ჩაშვებისთვის; ჰ 14 ) − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალარინების სისტემა; ჰ 15 ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები; ჰ 16 ) − ნებისმიერი ზედაპირული წყალი და მიწისქვეშა წყალი, რომლებიც აღნიშნავენ, კვეთენ ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს შორის საზღვრებს ან მდებარეობენ ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს შორის საზღვრებზე; ჰ 17 ) − „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემა; ჰ 18 ) – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების საქმიანობა; ჰ 19 ) − წყლის რესურსების მოხმარება, რომელიც ხორციელდება როგორც ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ამოღებით, ასევე წყლის ამოღების გარეშე; ჰ 20 ) − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება; ჰ 21 ) − „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა.
წყლის რესურსების მართვის შესახებ
Article 4. ტერმინთა განმარტება
Consolidation №4 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.





