ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სელექციონერი: ა.ა) პირი, რომელმაც გამოავლინა და გააუმჯობესა ან რომელმაც გამოიყვანა ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში; ა.ბ) ამ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის სამუშაოს მიმცემი ან დავალების გამცემი; ა.გ) ამ ქვეპუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის უფლებამონაცვლე; ბ) განაცხადი – ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; გ) – ამ კანონის შესაბამისად ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და სელექციონერის უფლების დამადასტურებელი, დამცავი დოკუმენტი; დ) – ცხოველთა ჯგუფი, რომელსაც, დაცვისუნარიანობის მიუხედავად, აქვს გენეტიკურად განპირობებული კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები; ამასთანავე, ზოგი მათგანი სპეციფიკურია და განასხვავებს მას სხვა ცხოველთა ჯგუფებისაგან. ჯიში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მდედრი ან მამრი ინდივიდით ან სანაშენე მასალით; ე) ცხოველის ჯიშის დაცვის კატეგორიები – ტიპი, ხაზი; ვ) – ჯიშის აღწარმოებისა და გამრავლებისათვის გათვალისწინებული ცხოველი; ზ) – სანაშენე ცხოველი, მისი თესლი და ემბრიონი; თ) – ცხოველი, რომელიც გამოიყენება ჯიშის აღწარმოების მიზნებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის; ი) – სელექციონერის მიერ ახალი ჯიშის გამოსაყვანად შერჩეული ცხოველის ან/და ; კ) მცენარის ჯიში – მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით, განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით; ლ) – მცენარის ჯიშის გამრავლებისათვის განკუთვნილი თესლი, მცენარე ან მისი ნაწილი; მ) – მცენარის ჯიშის გამრავლების შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის პროდუქტი; ნ) – 1961 წლის 2 დეკემბრის „მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია“; ო) – მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის კავშირი, რომელიც დაფუძნებულია მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციით.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
