Article 29. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა (გარდა ტრანზიტისა) ხდება სააგენტოს თანხმობით, აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახეობის შემოყვანა და გავრცელება არ შეცვლის ან არ დააზიანებს წყლის სხვა ცოცხალ რესურსებს, მათ ჰაბიტატებს და შესაბამის ეკოსისტემას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
აკვაკულტურის შესახებ
