1.აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოსაყვანად წარსადგენი განაცხადის ფორმა, ამ განაცხადისთვის დასართავი დოკუმენტების ნუსხა, უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები, აგრეთვე მის შემოყვანაზე თანხმობის გაცემის ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2.უცხო სახეობის შემოყვანისა და გადაადგილების კონტროლის მიზნით მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იმ სახეობების ნუსხა, რომლებიც საქართველოს წყლებში ბინადრობენ. ყველა სხვა სახეობა, რომლებიც ამ ნუსხით გათვალისწინებული არ იქნება, უცხო სახეობად იქნება მიჩნეული.
