ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება ამ ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წლით იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს მიაყენებს. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.
4.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე შესწავლის ორგანო ამის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას აქვეყნებს.
5.ადგილობრივ ინდუსტრიას შეუძლია ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში შესწავლის ორგანოს მიმართოს წერილობითი განცხადებით განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე.
6.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.
7.განმეორებითი შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
8.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძველი არ არსებობს, განმეორებითი შესწავლის პერიოდში ამოღებული, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს. თავი III. შესწავლის განხორციელება
These lawyers work in the legal area related to this article.