1.გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
2.(ამოღებულია).
3.(ამოღებულია).
4.(ამოღებულია).
5.ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც ეხება ფარმაცევტულ პროდუქტს ან მცენარეთა დაცვის საშუალებებს, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია, შესაძლებელია პატენტის მფლობელის მოთხოვნით გაცემულ იქნეს დაცვის დამატებითი მოწმობა.
6.დაცვის დამატებითი მოწმობა პატენტის მოქმედების ვადას აგრძელებს დამატებითი ვადით, რომელიც განისაზღვრება საქპატენტისთვის განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე გასული პერიოდით, რომელსაც აკლდება 5 წელი.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დამატებითი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
8.პატენტის მფლობელმა დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება საქპატენტს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან 6 თვის ვადაში. თუ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა გაიცა/რეგისტრაცია განხორციელდა პატენტის გაცემამდე, პატენტის მფლობელმა განცხადება უნდა წარადგინოს პატენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში.
9.საქპატენტი დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემის შესახებ ან დაცვის დამატებითი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

