1.აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან განგრძობითად და პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების განხორციელებით. კომისია ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მედიამომსახურებების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.
2.აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა კომისიას 3 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ ანგარიში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
3.აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ადგენენ სამოქმედო გეგმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საკუთარი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ და კომისიას წარუდგენენ 3 წელიწადში ერთხელ.
4.მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კომისიის მიერ დადგენილი წესით იქმნება ერთიანი, ადვილად, საჯაროდ ხელმისაწვდომი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის) ონლაინსაკონტაქტო პორტალი, რომელზედაც განთავსდება ინფორმაცია და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საჩივრების მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ.



