1.UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
1.UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
Closest in meaning — including in other laws
საინვესტიციო ფონდების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.UCITS-ს უფლება აქვს, აიღოს სესხი, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების შეძენას და სესხის ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული სესხების საერთო ოდენობა UCITS-ის აქტივების 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
4.ამ კანონის 53-ე და 55-ე მუხლების შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული უფლებას არ ართმევს UCITS-ს, განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის. თავი IX ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS-ის სტრუქტურა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.