1.ამ კანონით განსაზღვრული ცივ-გომბორის ეროვნული პარკის, სიღნაღის აღკვეთილისა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დასაშვებია კვლევითი, სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
