1.რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
2.მოვალის მართვის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ, ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოაქვეყნოს რეაბილიტაციის გეგმის შესრულების ანგარიში.
