1.რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ნიშნავს გაკოტრების მმართველს.
2.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე ნებისმიერ დროს სასამართლოს წარუდგინოს კონვერსიის შესახებ განცხადება, თუ მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა აღარ არსებობს.
3.მართვაში მყოფი მოვალის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისთვის სავალდებულოა რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობა.
4.თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე მხარეებს მოუსმინოს.
5.
