1.სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისთანავე ატყობინებს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნისა და მისი მმართველად დანიშვნის თაობაზე. ამ შეტყობინებას უნდა ერთოდეს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ



