რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ახორციელებს ისეთ ქმედებას ან მან განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც არსებით ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად; ბ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მას ისეთი ქმედების განხორციელებას სთავაზობს, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად; გ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თავის უფლებამოსილებებს არაკეთილსინდისიერად ახორციელებს.
2.სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დაავალოს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისგან თავის შეკავება.
3.დაუშვებელია, სასამართლომ მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ ეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის.
These lawyers work in the legal area related to this article.