რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე მას განჩინებით მისცეს ისეთი ქონების განკარგვის უფლება, რომელიც პირობადებული საკუთრების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოვალის მფლობელობაშია და რომელზედაც მესაკუთრის ყველა უფლებით მოვალე სარგებლობს.
2.სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას გამოიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ქონების განკარგვა ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას, აგრეთვე თუ პირობადებული საკუთრების შესახებ ხელშეკრულებით წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება ამ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული შემოსავლით.
3.სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების მინიმალური საბაზრო ღირებულება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული ქონების განკარგვა.
These lawyers work in the legal area related to this article.