1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი.
2.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი.
2.
Closest in meaning — including in other laws
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ
Always up-to-date legal framework
3.კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით.
4.კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
5.თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება.
6.კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულებას. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულება.
7.თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოს ეგზავნება.
8.ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 14 დღის ვადაში.
9.კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.