Article 120. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილეები, რომლებსაც შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციები, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებად მიიჩნევიან და მათ აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი პირები განახორციელებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის უფლებამოსილებებს, თუ დააკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
