Article 122. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების დამტკიცება.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის სრულად ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა და ფუნქციონირება.
3. ამ კანონის სრულად ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ.
87).
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
