Article 6. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი
1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.
2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს: ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.
3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებული სუბიექტების ამავე კანონით დადგენილი რეგულირებისადმი დაქვემდებარებისთვის შესაბამისი საფუძვლის წარმოშობას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
