Article 14. კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე შეტყობინება კრედიტორს ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ − ელექტრონული სისტემა) გარდა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზედაც ქვეყნდება.
2. ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეტყობინებისთვის საკმარისია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
