Article 43. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლებამოსილების მქონე პირები
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ა) მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით; ბ) კრედიტორს; გ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს; დ) რეაბილიტაციის მმართველს − კონვერსიის მოთხოვნით, როდესაც მოვალის მიმართ გახსნილია რეაბილიტაციის რეჟიმი; ე) გაკოტრების მმართველს − კონვერსიის მოთხოვნით, როდესაც მოვალის მიმართ გახსნილია გაკოტრების რეჟიმი.
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
