მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Article 21. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები
ამ დადგენილების მიზნებისათვის სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები არიან: ა) ტერიტორიისა და დასახლებათა დამგეგმარებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარებას; ბ) გეოდეზისტი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის აგეგმვას და შენობა-ნაგებობის დაკვალვას; გ) ინჟინერ-გეოლოგი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს მიწის ნაკვეთის და, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას; დ) არქიტექტორი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების სივრცით-გეგმარებით დაპროექტებას. არქიტექტორი შეიძლება იყოს: დ.ა) შენობა-ნაგებობების არქიტექტორი; დ.ბ) ლანდშაფტის არქიტექტორი; დ.გ) შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი); დ.დ) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი; ე) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-დამპროექტებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების კონსტრუქციული სისტემებისა და ელემენტების დაპროექტებას; ვ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების დაპროექტებას; ზ) ელექტროსისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების დაპროექტებას; თ) მექანიკური სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორ-ციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მექანიკური სისტემების დაპროექტებას; ი) გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების დაპროექტებას; კ) აირმომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორ-ციელებს აირმომარაგების სისტემების დაპროექტებას; ლ) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მშენებლობას; მ) ხაზობრივი ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ხაზობრივი ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მშენებლობას; ნ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟე – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების მონტაჟს; ო) ელექტროსისტემების მემონტაჟე – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების მონტაჟს; პ) მექანიკური სისტემების მემონტაჟე – არის სპე-ციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მექანიკური სისტემების მონტაჟს; ჟ) გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მემონტაჟე – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მონტაჟს; რ) აირმომარაგების სისტემების მემონტაჟე – არის სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების მონტაჟს.
