მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Article 36. სამშენებლო საქმიანობის სახეები, რაზეც გაიცემა მშენებლობის ნებართვა
Consolidation №57 Verified against the current consolidation · 2 Mar 2020
1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.
2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
