მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.
2.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის სახეებია: ა) განაცხადი ახალ მშენებლობაზე; ბ) განაცხადი რეკონსტრუქციაზე; გ) განაცხადი მეორედ გამოსაყენებელ პროექტზე.
3.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ფორმას ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვით ადგენს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო.
These lawyers work in the legal area related to this article.