მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
Article 49. ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა
1. ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა მოიცავს: ა) განმარტებით ბარათს; ბ) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგე-ბობების განთავსება); გ) ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას; ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს; ვ) ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს; ზ) შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას; თ) არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.
2. დამკვეთის გადაწყვეტილებით ტექნოლოგიური სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: ა) ტერიტორიის ფოტოებს; ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნოლოგიური სქემის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით.
