გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი დაკარგავს უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს.
3.თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი შეფასდეს და მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
4.ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2026 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. მუხლი 29. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი სამართლებრივი აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მინისტრმა 2022 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2.საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 ივლისამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ“; ა.ბ) „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“; ა.გ) „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“; ბ) 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.
3.2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.
200).
4.სააგენტომ და დეპარტამენტმა 2022 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
The amendments this article has been through
Article 28 allows individuals who caused environmental damage before July 1, 2022, and haven't been legally obligated to compensate for it, to request application of this law’s liability procedures by December 1, 2024.
amending act №5842441Describe your situation — we'll help you find the right specialist.