გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
Article 5. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები
1. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებები, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი შესაბამისი დამაბინძურებლების ან/და ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი სხვა ფაქტორების დაუყოვნებლივ კონტროლის, შეკავების, მოცილების ან სხვაგვარად მართვის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემდგომი ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება ან გარემოს შემდგომი გაუარესება; გ) აანაზღაუროს ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში − ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით; დ) საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები; ე) აანაზღაუროს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები; ვ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების შესაბამისი თანხის 2% ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების საერთო ვადაში პროპორციულად განაწილვადებული, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე ყოველთვიურად მიმართოს.
