1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.წესდებამ აქციონერს ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქციონერებს/აქციონერთა ჯგუფს შეიძლება სხვა დამატებითი უფლებები მიანიჭოს.
1. ხმათა 5 პროცენტის მფლობელ აქციონერებს, ამ კანონის 172-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის ან წესდების შესაბამისად, უფლება აქვთ:
ა) სააქციო საზოგადოების შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოს მოსთხოვონ სააქციო საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები. სააქციო საზოგადოების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს ამ ასლების/ინფორმაციის გაცემაზე;
ბ) მოითხოვონ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოიწვიონ რიგგარეშე საერთო კრება;
დ) მოითხოვონ საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება ამ კანონის 191-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. წესდებამ აქციონერს ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქციონერებს/აქციონერთა ჯგუფს შეიძლება სხვა დამატებითი უფლებები მიანიჭოს.
These lawyers work in the legal area related to this article.