1.იმ ანგარიშვალდებულმა საწარმომ, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები, გარიგება უნდა დადოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ან/და ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ს ან 20%-ზე მეტს. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტისა) მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გარიგებაზე, რომელიც ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის იდება.
2.ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ის ან მეტის მფლობელი აქციონერი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა , თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს ( საწარმო , რომელშიც ეს ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს 50%- ზე მეტ წილს ) მიერ გარიგების დადების შემთხვევაში აკმაყოფილებს ერთ - ერთ შემდეგ პირობას : ა ) არის გარიგების მეორე მხარე ; ბ ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ს ან მეტს , რომელიც გარიგების მეორე მხარეა ; გ ) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი ; დ ) დანიშნულია / არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ანდა გარიგების მეორე მხარის ხმათა საერთო რაოდენობის 20%- ის ან მეტის მფლობელის ( მფლობელების ) წარდგინებით ; ე ) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს , რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან ; ვ ) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით .
3.ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი ვალდებულია , დასადებ გარიგებაში თავისი დაინტერესების ფაქტის , გარიგების ხასიათისა და მოცულობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს , ხოლო თუ ამავე მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება , – განუცხადოს მასაც .
4.თუ პირმა არ იცოდა , რომ დადებულ გარიგებაში თვითონ იყო ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი , იგი ვალდებულია ამავე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ , თავისი დაინტერესების ფაქტის შეტყობისთანავე . 4 1 . ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს – მასაც განუცხადოს.
5.ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით , რომლებშიც მათ აქვთ დაინტერესება . ამ შემთხვევაში დარჩენილი ხმები განიხილება , როგორც ხმათა სრული ოდენობა , და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . 5 1 . დასადებ გარიგებას, რომელშიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაინტერესებული პირები მონაწილეობენ და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ან მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, ამოწმებს აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი. აუდიტორი/სერტიფიცირებული ბუღალტერი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, რომლებითაც ის დაინტერესების არმქონე პირებს შორის დაიდებოდა. აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით, თუ ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.
6.გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს – საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. 6 1 . გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
7.ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც დაინტერესებული პირები მონაწილეობენ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, აგრეთვე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, შეტანილი უნდა იქნეს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.
8.პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა. 8 1 . ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებას, რამაც საზოგადოებას ზიანი მიაყენა, ვალდებული არიან დაინტერესებულ პირთან ერთად სოლიდარულად აანაზღაურონ საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნონ გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.
9.გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან/და ანგარიშვალდებული საწარმოს 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, თუ საწარმო სააქციო საზოგადოებაა, ხოლო სხვა სამართლებრივი ფორმის ანგარიშვალდებულ საწარმოში – თითოეულ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი გარიგების ბათილობა ან/და ამავე მუხლის მე-8 და 8 1 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4536-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.93 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4324-ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №813 - ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2607 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.




