1.კოოპერატივის ხელმძღვანელი პირი საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს კოოპერატივის ხელმძღვანელობას და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობას.
2.კოოპერატივის მართვის დუალისტურ სისტემაში ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.
3.ხელმძღვანელი პირი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
