Article 159. აქციათა გადაცემა, რომელიც დამოკიდებულია სააქციო საზოგადოების თანხმობაზე
1. ცალკეული სახეების აქციების გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს სააქციო საზოგადოების თანხმობაზე. ასეთი აქციის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი დგინდება წესდებით აქციის გადაცემამდე.
2. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის დაწესება დაუშვებელია.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
