Article 160. სააქციო საზოგადოების მიერ ახალი აქციების თავის სასარგებლოდ განთავსების აკრძალვა
1. სააქციო საზოგადოებამ ახალი აქციები არ შეიძლება განათავსოს თავის სასარგებლოდ.
2. თუ სააქციო საზოგადოების აქციები განთავსდა ისეთი მესამე პირის სასარგებლოდ, რომელიც საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების დავალებით მოქმედებს, მიიჩნევა, რომ ეს აქციები განთავსდა მესამე პირის სასარგებლოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების აქციონერები, ხოლო განთავსებული კაპიტალის გაზრდისას − მმართველობითი ორგანოს წევრები ვალდებული არიან გადაიხადონ აქციების საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დაამტკიცებენ საკუთარი ბრალის არარსებობას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
