Article 196. აქციონერის ხმის უფლება
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აქციონერის ხმის უფლება განისაზღვრება აქციათა რაოდენობის მიხედვით.
2. აქციონერის ხმის უფლება წარმოიშობა აქციის სანაცვლოდ შენატანის სრულად განხორციელების მომენტიდან, თუ წესდებით დადგენილი არ არის ხმის უფლების წარმოშობა შენატანის ნაწილობრივ განხორციელების შემთხვევისთვის. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
