Article 228. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი
1. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი.
2. კოოპერატივის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.
3. კოოპერატივის განთავსებული კაპიტალი შეიძლება გაიზარდოს კოოპერატივში დამატებითი წევრების მიღებით და მათ მიერ შენატანების განხორციელებით, აგრეთვე კოოპერატივის წევრების მიერ დარჩენილი შენატანის სრულად განხორციელებით ან დამატებითი შენატანების განხორციელებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
